სააკაშვილის მომხრეთა მარში კიევში
უკრაინის დედაქალაქ კიევში კვირას ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო მარშში. მისი მონაწილეები მოითხოვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას პატიმრობიდან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს. დემონსტრაცია დაიწყო შევჩენკოს პარკში, სადაც ზოგიერთ მის მონაწილეს ეჭირა უკრაინის არმიის იმ სამხედროთა პორტრეტები, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარტისტებს ჰყავთ დატყვევებული.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი