შინაგან საქმეთა სამინისტრო აბასთუმნის ხანძრის კადრებს ავრცელებს
შს სამინისტრომ გაავრცელა აბასთუმანში ტყის ხანძრის ვიდეოკადრები. აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მოხალისეებიც მონაწილეობენ. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ღამის განმავლობაში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს. როგორც მღებრიშვილმა აბასთუმანში ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 1000-მდე ადამიანის შემადგენლობით ცოცხალი ძალა, თუმცა დამატებით ბრიგადებს ელოდებიან. გიორგი მღებრიშვილის თქმით, სრულ კოორდინაციაშია ყველა სახელმწიფო უწყება, ვისაც ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა ხელეწიფება.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"