სტუდენტური მოძრაობის ყოფილი ლიდერი წარსულს იხსენებს
25 წელი გავიდა მას მერე, რაც ჩეხებმა კომუნისტური რეჟიმი დაამხეს. მაგრამ ქვეყანა ჯერაც გარდამავალ ეტაპზეაო, ამბობს სტუდენტური მოძრაობის ყოფილი ლიდერი, შიმონ პანეკი. ის 21 წლის იყო, როცა ვაცლავ ჰაველის გუნდს შეუერთდა კომუნისტებისგან ხელისუფლების გადაბარების შესახებ მოლაპარაკების პროცესში. „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ ძალიან მალე პანეკმა დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ადამიანი გასაჭირში“, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ადამიანის უფლებათა დასაცავად იბრძვის მსოფლიოს ბევრ წერტილში - ჩეჩნეთსა თუ საქართველოში, ბალკანეთის ქვეყნებსა თუ ბელორუსიაში, კუბასა თუ უკრაინაში. კომუნიზმის პერიოდში ჩეხებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საზღვარგარეთიდან მიღებული დახმარება, ახლა კი ჩეხები თვითონ ეხმარებიან სხვა ქვეყნებს.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"