სტუდენტების ორი აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართა. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგება და ამ მოტივით უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავს, მეორე ნაწილი კი უნივერსიტეტში წესრიგის დამყარებას და სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვს. დღეს გაფრინდაშვილის მხარდამჭერი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრას შეეცადნენ, რის შემდეგაც რექტორი დაცვის წევრებმა უნივერსიტეტს გაარიდეს.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე