ტრამპი: „თუ პუტინს მოვწონვარ, ეს ნაკლად კი არა, მონაპოვრად მიმაჩნია“
აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ ვლადიმირ პუტინს ის მოსწონს, ეს ნაკლი კი არა, მონაპოვარია. ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან მისი პირველი შეხვედრა იყო, ტრამპმა, ამასთანავე, განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები, მისი აზრით, რუსეთის მოწყობილია. თუმცა, ტრამპმა იქვე დასძინა, რომ ამგვარ თავდასხმებს სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ. ვაშინგტონის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს შესწევს უნარი, დაეხმაროს აშშ-ს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში (როიტერის სააგენტოს ვიდეო).
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"