Accessibility links

თითო ყვავილი დედებისთვის


3 მარტს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „ქალები საქართველოსთვის“ და „Keep Smiling“ - აქცია მოაწყვეს დედის დღესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა ქალებზე ძალადობა გააპროტესტეს და ორიოდე წუთით, სანამ შუქნიშანი წითელს აჩვენებდა, სამანქანო გზაზეც დადგნენ. მათ ასევე ყვავილები დაურიგეს ქუჩაში შემხვედრ ქალებს. დედის დღე საქართველოში 1991 წელს შემოიღეს, როგორც 8 მარტის ალტერნატივა.

XS
SM
MD
LG