Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”იმელის” შენობის დანგრევის მიზეზი ფულია...”


მაია მანია და კოკა ამირეჯიბი
მაია მანია და კოკა ამირეჯიბი
”თვალთმაქცობაა, როცა ”იმელის” შენობის დანგრევას რაღაც იდეოლოგიურ სარჩულს უდებენ, მაგალითად, ”თუ სტალინის ძეგლი ”მოვხსენით” გორში, რატომ არ უნდა დავანგრიოთ ”იმელი”... ”სინამდვილე კი მარტივი და პრიმიტიული ამბავია - ფული... მეტი არაფერი", - ამბობს არქიტექტორი კოკა ამირეჯიბი. რას გულისხმობს იგი ამ ნათქვამით, რატომ მივიდა დანგრევის პირას განსაკუთრებული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი - ”იმელის” შენობა, რატომ მოეხსნა ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რატომ დაობენ და იბრძვიან დღემდე პროფესიონალები და საზოგადოების წარმომადგენლები ძეგლის გადასარჩენად და რატომ ვერაფერს გახდნენ ამდენი ძალისხმევის მიუხედავად?.. სწორედ ამაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია და არქიტექტორი კოკა ამირეჯიბი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.


საუბარი მაია მანიასთან და კოკა ამირეჯიბთან
გადმოწერა
XS
SM
MD
LG