რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს გენიალური ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის შედევრზე „რად ჰყვედრი კაცსა“, რომელშიც ავტორი ხორციელ და სულიერ, ლამაზ და მშვენიერ, ცვალებად და მარადიულ სიყვარულს განიხილავს. პოეტის აზრით, ბანოვანთა საყვედური უსამართლოა, თუ თავად ისინი სხვის გრძნობას მშვენიერ სულს არ ახვედრებენ. ანტიკურობამ იცოდა ორი ეროსი და ორი აფროდიტე, აფროდიტე ურანია ანუ ზეციური და და აფროდიტე პანდემოსი ანუ საერთო-სახალხო. წმინდა სიყვარულის კონცეფცია ქართულ პოეზიაში რუსთველმა შემოიტანა და ევროპული სიმაღლე მას ბარათაშვილმა მიანიჭა და ახალ დროში იგი გალაკტიონმა გაამაგრა…
ეპიზოდები
-
თებერვალი 29, 2024საად შირაზელი
-
თებერვალი 26, 2024სემუელ ბეკეტი
-
თებერვალი 23, 2024იტალო სვევო, ძენოს აღსარება
-
თებერვალი 21, 2024რალფ ელისონი, უჩინარი კაცი
-
თებერვალი 19, 2024ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ
-
თებერვალი 16, 2024ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი