30 ივნისს მედიამ ვეღარ გადაიღო სასამართლო სხდომები საქალაქო სასამართლოში, სადაც დილიდან პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების სხდომაც იყო დაგეგმილი.
ამოქმედდა ახალი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღო „ქართული ოცნების“ პარლამენტმა და რომლის თანახმად, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში დაუშვებელი გახდა ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია.
სასამართლოს ერთი ჭიშკარი ჩაიკეტა, მეორესთან მდგომი მანდატურები კი ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს ეზოში აღარ უშვებდნენ. დღევანდელი სასამართლო სხდომიდან მედია ვერც ვიდეოს და ვერც ფოტოს ვერ გაავრცელებს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
ფორუმი