გულგრილობა, სიძულვილი და დანაშაული
2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების რიცხვი 100-ს აღწევს. ჯერ მხოლოდ ოქტომბერია. დანაშაულების მოტივი: ქსენოფობია, ჰომოფობია, განსხვავებულის მიუღებლობა. სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი, სავარაუდოდ, დიუმას ქუჩაზე მოკლული ვიტალი საფაროვია. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ის ე.წ. „ნეონაცისტებმა“ ქსენოფობიის ნიადაგზე მოკლეს და აცხადებენ, რომ გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. ამასვე აცხადებენ ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ჩართულობის და განვითარების ცენტრი“. ქსენოფობიის გარდა ერთ-ერთი გავრცელებული მოტივი სიძულვილით ჩადენილი დანაშაულისა, გენდერული იდენტობაა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს, შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, გადამზადდა ათეულობით პოლიციელი, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლნი და მათი ახლობლები ამ ტიპის დანაშაულის მიმართ სამართალდამცავთა არაადეკვატურ რეაგირებაზე ლაპარაკობენ. გასულ წელთან შედარებით, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი გაორმაგებულია.
ეპიზოდები
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“