დეპუტატები „ლურჯ ვეშაპზე“ ალაპარაკდნენ
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვისას, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ საფრთხეებისგან ბაშვის დაცვაზე, რომელიც ინტერნეტსივრციდან მოდის. მან ახსენა სხვადასხვა თამაში, მათ შორის „ლურჯი ვეშაპი“. მისი განცხადებით, ამ თამაშებმა არაერთი მოზარდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. კილაძის გამოსვლას, მოჰყვა დეპუტატების კომენტარი. მათი თქმით, მართალია, ჯერჯერობით ამ კუთხით დადასტურებული ფაქტი არ არსებობს, მაგრამ პრევენციული სამუშაოების გატარება მაინც შეიძლება. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით კოდექსში მეტი სიზუსტეა საჭირო.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე