თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეწყდა
28 თებერვალს, თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა. ოპერაციას პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს ილიას უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები და პროფესორები. ოპერაცია კლინიკა „ინოვაში“ ქართველი და კორეელი ექიმების თანამშრომლობით მიმდინარეობდა. 49 წლის ქალს ღვიძლი 54 წლის ბიძაშვილისთვის უნდა გადაენერგა. ექიმების განმარტებით, ქალი ვეღარ გაუწევს დონორობას ბიძაშვილს და რეციპიენტს მოუწევს ახალი დონორის მოძიება. ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები საქართველოში 2014 წლიდან ტარდება. 28 თებერვალს საქართველოში ღვიძლის გადანერგვის მეთექვსმეტე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეწყდა. ექიმების განცხადებით, დღემდე ჩატარებული თხუთმეტივე ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტები თავს კარგად გრძნობენ.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი