“სამოქალაქო აქტივიზმმა უნდა გაიმარჯვოს”, - ამბობს თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივიზმმა პოლიტიკური ძალების გაკონტროლება უნდა შეძლოს. ასე აფასებს ის 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს, საპროტესტო აქციას, რომელიც თავდაპირველად სწორედ სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაიგეგმა, თუმცა, მოგვიანებით, პოლიტიკურო ლიდერები გააქტიურდნენ და შეიძლება ისიც ითქვას, რომ გადაიბარეს ასპარეზი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობაში შეეცადა შეღწევას, რის გამოც მათ სპეცრაზმი დაუპირისპირდა. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა.
თეო ხატიაშვილი - სამოქალაქო აქტივიზმმა უნდა გაიმარჯვოს
ეპიზოდები
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“