Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეპ ბორელს და დმიტრო კულებას შეხვდა

არარატ მირზოიანი და ჟოზეპ ბორელი დუბროვნიკის ფორუმის მიღებაზე
არარატ მირზოიანი და ჟოზეპ ბორელი დუბროვნიკის ფორუმის მიღებაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

შეხვედრები 29 ივნისს შედგა ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. არარატ მირზოიანი ასევე შეხვდა ესტონეთის, სლოვენიისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგზე, ნაბიჯებზე ურთიერთობების დასაახლოებლად და „პოზიტიურ პერსპექტივებზე“.

საგარეო სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს „სომხეთის მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობას არსებული მექანიზმების გამოყენებით, ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყებას“.

„სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის კონტექსტში, მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობას, ასევე რეგიონში რეალური სტაბილურობით დაინტერესებული პარტნიორების ღირებული მიდგომების მნიშვნელობას“, - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კულებასთან შეხვედრაზე ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ისაუბრეს და „ხაზი გაუსვეს კიევში ჩატარებული პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას და პერიოდულ ჩართულობას სხვადასხვა ფორმატში“.

მირზოიანმა კულებასთანაც ისაუბრა აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG