Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრეს ე.წ. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე კრისტიან ბჟანია

კრისტიან ბჟანია
კრისტიან ბჟანია

ოკუპირებულ აფხაზეთში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს ე.წ. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე კრისტიან ბჟანია.

დე ფაქტო შსს-ს თანახმად, შემთხვევა 14 მაისს, დაახლოებით ღამის 03:30 საათზე მოხდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში.

ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, კრისტიან ბჟანია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, ის გულრიფშის რაიონის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მისი დაჭრის ფაქტზე დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავეს ვლადისლავ ბჟანია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კრისტიან ბჟანია სხვადასხვა დროს მუშაობდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში და ეკავა „პრეზიდენტის თანაშემწის“ პოსტიც.

90-იან წლებში იყო კონფლიქტის მოგვარების სამმხრივი კომისიის (რუსეთი-ოკუპირებული აფხაზეთი-საქართველო) საინფორმაციო სამსახურის თანახელმძღვანელი აფხაზური მხრიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG