Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა


თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს.

საქართველოს სარაგბო ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ჩემპიონის მორიგ ტიტულს ერთადერთი თამაშის მოგება აშორებს.

ბორჯღალოსნები ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, დღეს ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაამარცხეს, ანგარიშით 43:5.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს.

ამ მოგებით, საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასიც შეინარჩუნა, რომელიც ტრადიციულად, ქართველებისა და რუმინელების შეხვედრებში თამაშდება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალი ხვალ შედგება, პორტუგალიაში, მასპინძელთა და ესპანეთის ნაკრებებს შორის. სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან ბორჯღალოსნები 17 მარტს, პარიზში გასამართ ფინალში.

XS
SM
MD
LG