Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

რესპუბლიკელი სენატორი, პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, ლინდსი გრემი გარდაიცვალა
რესპუბლიკელი სენატორი, პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, ლინდსი გრემი გარდაიცვალა

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 2026 წლის 11 ივლისს, შაბათს საღამოს, ხანმოკლე და უეცარი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისი ოფისის კომუნიკაციების დირექტორმა კვირას, 12 ივლისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა.

გრემი სამხრეთ კაროლინელი სენატორი იყო 2003 წლიდან, 1992 წლიდან 2002 წლამდე კი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ამავე შტატიდან.

ის ბოლო პერიოდში იყო სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა არაერთი კომიტეტის წევრი. სენატორი გრემი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა იყო.

სენატორი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირე იყო, ახლახანს იმყოფებოდა უკრაინაში, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ის მხარს უჭერდა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამერიკელი სენატორების საახალწლო ვიზიტი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00

ლინდსი გრემი და საქართველო

ლინდსი გრემი არაერთხელ იყო ნამყოფი საქართველოშიც, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში, ომის შემდეგ, - იგი აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყანას რუსეთის აგრესიის ფონზე.

როდესაც სენატორ ჯო ლიბერმანთან ერთად 2008 წლის 20 აგვისტოს თბილისს ეწვია, - ჯო ბაიდენის ვიზიტიდან 2 დღის შემდეგ, - განაცხადა:

„ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს მიმართ“, - თქვა მაშინ სენატორმა გრემმა.

ის 2012 წელსას ეწვია საქართველოს, ჯო ბაიდენთან ერთად, არჩევნების წინ, და შეხვდა იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

ლინდსი გრემი და ჯოსეფ ლიბერმანი ხვდებიან მიხეილ სააკაშვილს. 2008 წლის 20 აგვისტო
ლინდსი გრემი და ჯოსეფ ლიბერმანი ხვდებიან მიხეილ სააკაშვილს. 2008 წლის 20 აგვისტო

ის თბილისში 2017-18 წლებშიც იმყოფებოდა, - „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში.

შეხვდა პრემიერ-მინისტრებს, გიორგი კვირიკაშილსა და მამუკა ბახტაძეს.

„სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მან დადებითად შეაფასა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, - აცხადებდა პრემიერის ადმინისტრაცია 2018 წლის 9 სექტემბერს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG