„ძალიან მოკლე პერიოდში, ძალიან ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი“
22 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „საქართველოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პროექტის კოორდინატორი ელენე ნიჟაა22 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „საქართველოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პროექტის კოორდინატორი ელენე ნიჟარაძე. მან ისაუბრა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიშის მთავარ მიგნებებზე. საქართველოს პრეზიდენტის არჩეევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მეორე ტურის შუალედურმა ანგარიშმა 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდი მოიცვა. ამ დროის განმავლობაში, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ფართოდ იყო გავრცელებული ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ დარღვევების რაოდენობამ და მოცულობამ საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. კერძოდ, მისი თქმით, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დარღვევების მასშტაბითა და მრავალფეროვნებით, არსებითად განსხვავდებოდა არა მარტო პირველი ტურის კამპანიისგან, არამედ 2012 წლის შემდგომი კამანიებისგან ზოგადად.რაძე.
ეპიზოდები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი
-
დეკემბერი 01, 2025ტერორიზმში ბრალდებული ელისაშვილი