თავდასხმა თავისუფლების ინსტიტუტზე

10 ივლისს დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე “თავისუფლების ინსტიტუტზე “ თავდასხმა მოხდა. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში 10-ზე მეტი ბოროტმოქმედი შეიჭრა.
თავდამსხმელებმა “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლებს სასტიკად სცემეს, ამას გარდა, ოფისი დაარბიეს, დაამტვრიეს კომპიუტერები. ამ თავდასხმისას იქ იმყოფებოდა ჩვენი თბილისელი კორესპონდენტი სოზარ სუბელიანი, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტშიც” მუშაობს. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენეს. ამ ფაქტის შესახებ მან დაწვრილებით უამბო ეკა წამალაშვილს.

იხ. აუდიოვერსია.