ევროკავშირის კოორდინატორი საგარეო და უსაფრთხოების

ევროკავშირის კოორდინატორი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა
ევროკავშირის კოორდინატორი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა
ხუთშაბათს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვა და სხვა საერთაშორისო საკითხებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრებს. კერძოდ ის შეეხება ბოლო დროს წარმოქმნილ ერთგვარ გაუგებრობას რუსეთის განცხადებების გამო პრევენციული დარტყმების განხორციელების შესახებ. ამ საკითხზე ხუთშაბათისთვის ევროპარლამენტი რეზოლუციის მიღებას გეგმავს.