აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული
სერგეი ბაღაფში და მისი გუნდი ემზადებიან პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისათვის, რომელიც 6 დეკემბრისთვის არის დანიშნული. ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს და სეპარატისტული მთავრობის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაჟბა მოსკოვში კონსულტაციებს მართავენ. როგორც ბაღაფშის თანაგუნდელმა სტანისლავ ლაკობამ დღეს უთხრა საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესს", “აფხაზეთში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ხაჟბა და ხაჯიმბა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები არ არიან", ამიტომ ბაღაფშის გუნდი, კანონმდებლობის შესაბამისად, 6 დეკემბრისთვის დაგეგმილი ინაუგურაციისათვის მოემზადება.