რუსეთი აპირებს 2 მილიარდ დოლარზე

რუსეთი აპირებს 2 მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას სამხრეთის საზვრების დაცვის გასაუმჯობესებლად.
რუსეთი აპირებს 2 მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას სამხრეთის საზვრების დაცვის გასაუმჯობესებლად.
საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა, რომ საზღვრის დაცვის უწყების ოფიციალრმა წარმომადგენლებმა პრეზიდენტ პუტინს გუშინ, მისი სამხრეთ რუსეთში ვიზიტისას მიაწოდეს ინფორმაცია ამ პროგრამის წინსვლის შესახებ. რუსეთი აპირებს მომავალი წლის ბოლომდე 72 საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნას საზღვარზე შავი ზღვიდან ალტაიმდე. ამ მონაკვეთში შედის საქართველოსთან და აზერბაიჯანთან საზღვრებიც.