ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა დაგმო

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა დაგმო წუხელ შარმ ელ-შეიხში მოწყობილი აფეთქებები,
ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა დაგმო წუხელ შარმ ელ-შეიხში მოწყობილი აფეთქებები,
რომლების შედეგადაც, სულ ცოტა, 88 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. დღევანდელ ტელემიმართვაში მუბარაქმა პირობა დადო, რომ მოძებნიან აფეთქებებზე პასუხისმგებლებს. [მუბარაქის ხმა] ამ მიმართვაში მუბარაქმა მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და პირობა დადო, რომ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ გაგრძელდება. შარმ ელ-შეიხში - ცნობილ კურორტზე - მოწყობილი აფეთქებების პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა, რომელიც ირწმუნება, რომ "ალ-ყაიდასთან" კავშირი აქვს, მაგრამ ეს ცნობა სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ. აფეთქებები წუხელ მოეწყო, დაღუპულებს შორის არიან უცხოელი ტურისტებიც, მაგრამ - ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით - არ არიან ქართველები.