ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით
ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით
პეკინში მიმდინარე მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე ჩინეთმა დღეს ერთობლივი განცხადების ახალი პროექტი წარმოადგინა. მოლაპარაკებები 6 მხარის მონაწილეობით მეორე კვირაა გრძელდება ჩინეთის დედაქალაქში. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა არსებითი პროგრესის მიღწევა. ფხენიანი უარს ამბობს უშიშროებისა და ეკონომიკური დახმარების გარანტიის სანაცვლოდ პირველმა შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა.ჩრდილოეთი კორეა დაჟინებით მოითხოვს, რომ ჯერ გარანტია და დახმარება მიიღოს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდეს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სამუშაოები.