მაქსიმ ღვინჯია: აფხაზეთის დამოუკიდებლობა შესაძლოა, კიდევ სამმა ქვეყანამ აღიაროს

აფხაზეთის დამოუკიდებლობა უახლოეს ხანში შესაძლოა, კიდევ სამმა ქვეყანამ აღიაროს - განუცხადა დღეს სააგენტო ”რია-ნოვოსტის” დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ. მას კონკრეტული სახელმწიფოები არ დაუსახელებია, თუმცა, დასძინა, რომ ისინი აფრიკის ქვეყნები არ არიან.