თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

თბილისის გარეუნაბში, თიანეთის გზატკეცილზე, სადაც მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორებად მიჩნეული გია კრიალაშვილის, კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ძებნილი გია კრიალაშვილი, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი - დაიჭრნენ და ამჟამად კლინიკაში იმყოფებიან. მათი დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს კობა ოთანაძის ძმები და ერთ-ერთი მათგანის მეუღლე და ვაჟი.