სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ხიდაშელი

2 ივლისს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მან ისაუბრა "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშზე დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. ამ ანგარიშში დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში 4,93 ქულით შეფასდა (შკალაზე ქვეყნები საუკეთესო 1-დან ყველაზე უარეს 7-მდე ქულით ფასდებიან). ბოლო ანგარიშის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი იგივე რჩება და ფასდება 4,75 ქულით (მოყოლებული 2006 წლიდან, როცა აღინიშნა მცირე გაუმჯობესება). თამარ ხიდაშელი არ ეთანხმება ამ შეფასებას და თვლის, რომ ამ სფეროში გაუარესებაა.