ადვოკატების საპროტესტო აქცია

Your browser doesn’t support HTML5

12 მაისიდან პარლამენტის წინ ადვოკატთა მჯდომარე აქცია დაიწყო. ხუთი დღით ადრე, 7 მაისს საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი შევიდა, რომელიც 10 პუნქტს მოიცავს და 500-მა ადვოკატმა მოაწერა ხელი. ცვლილებების ავტორები 30 მაისამდე აპირებენ აქციის გაგრძელებას.