პარლამენტი უახლოეს ხანებში საგადასახადო კოდექსს მესამე მოსმენით მიიღებს

ირაკლი შავიშვილი (მარჯვნივ) და შოთა მურღულია

1 იანვრიდან ქართულ ბიზნესს ახალ საგადასახადო რეჟიმში მოუწევს ამუშავება. რამდენად გამართლდა მთავრობის დაპირებები ბიზნესის საგადასახადო სტიმულირების შესახებ, რამდენად რევოლუციურია ახალი საგადასახადო კოდექსი და რას შეიძლება ველოდოთ მისი ამოქმედების შემდეგ, ამ საკითხებზე სადისკუსიო მაგიდასთან კომპანია `აი ენ აუდიტის~ ხელმძღვანელი ირაკლი შავიშვილი და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა მურღულია იმსჯელებენ.