ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში მისი მუზეუმი გაიხსნა

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნისას დიდი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლზე და დამსახურებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილაპარაკა. გახსნას სამღვდელოების წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.