ომის ვეტერანთა საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში საპროტესტო აქციას განაგრძობენ 1992-93 და 2008 წლების საბრძოლო მოქმედებების მონაწილენი. ვეტერანი მეომრები ხელისუფლებას მათი პრობლემების იგნორირებაში ადანაშაულებენ და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართულმა პარტიამ და მოძრაობამ ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”.