გაეროს ქალთა უწყებამ ანგარიში გამოაქვეყნა

გაეროს ახალი უწყების UN Women-ის პირველი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ქალების ნახევარზე მეტი საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობს და არ არის დაცული შრომის კანონმდებლობით. 600 მილიონი ქალი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ოჯახური ძალადობა არ ითვლება დანაშაულად. მხოლოდ 28 ქვეყნის პარლამენტში ფლობენ ქალები მანდატების 30 პროცენტს და მეტს.