კონკურენციის პოლიტიკა და მონოპოლიებთან ბრძოლა

ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი და ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. რამდენად სულყოფილია ქართული კონკურენციის პოლიტიკა, როგორ ხდება მონოპოლიებთან ბრძოლა და სად არის ყველაზე მეტი პრობლემები, ამ საკითხზე ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი და ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე გვესაუბრებიან.