იტალიის პარლამენტმა ხარჯების დაზოგვის გეგმა დაამტკიცა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა ხარჯების შემცირების 54-მილიარდევროიანი პაკეტი, რომელმაც ამ ქვეყანას საფინანსო კრიზისი უნდა ააცილოს თავიდან. პრემიერ სილვიო ბერლუსკონის მთავრობა იმედოვნებს, რომ 2013 წლისთვის ბიუჯეტი გაწონასწორდება. ევროპის კავშირმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა აიძულეს იტალია ამ ზომებისთვის მიემართა, რათა საბერძნეთის მსგავს ვითარებაში არ აღმოჩნდეს.