მატვიენკო რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფედერაციის საბჭომ დღეს ვალენტინა მატვიენკო აირჩია უმაღლესი პალატის თავმჯდომარედ. სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერის კანდიდატურას მხარი 140-მა სენატორმა დაუჭირა ერთის წინააღმდეგ. ფედერაციის საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ განზრახული აქვს სახელმწიფო სათათბიროს შესთავაზოს კანონპროექტი, უმაღლესი პალატის ფორმირების ახალი წესის შესახებ, რაც უფრო გააძლიერებს სენატორთა კორპუსს.