გამოცხადდა სტივ ჯობსის გარდაცვალების მიზეზი

კორპორაცია ”ეპლის” დამაარსებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით, რომელიც მას 2004 წელს აღმოუჩინეს. დღეს გამოქვეყნდა სტივ ჯობსის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო სუნთქვის შეწყვეტა, რაც სიმსივნური დაავადების განვითარებამ გამოიწვია. სტივ ჯობსმა 7 წლის წინ ჩაიტარა მკურნალობა და შეძლო სამუშაოს დაბრუნებოდა. ”ეპლის” ხელმძღვანელის პოსტი მან მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. სტივ ჯობსი 5 ოქტომბერს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.