პეკინი ვაშინგტონს ადანაშაულებს შიდა საქმეებში ჩარევაში

ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. კლინტონმა ხუთშაბათს გააკრიტიკა ჩინეთი ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო. კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა ეთნიკური ტიბეტელებისა და ერთ-ერთი ადვოკატის მიმართ პეკინის დამოკიდებულების გამო. ბრმა ადვოკატ - ჩენ გუანგჩენგს, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი გახდა, შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. მან ოთხი წელიწადი გაატარა ციხეში პეკინიე ”ერთი შვილის პოლიტიკის” გამო გაკეთებული გვიანი აბორტებისა და იძულებითი სტერილიზაციის შემთხვევათა დოკუმენტურად დადასტურების გამო.