უზბეკეთმა ტაჯიკეთს გაზი გამოურთო

უზბეკეთმა 4 იანვრის დილას გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება ტაჯიკეთს. ამის შესახებ განცხადება ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დავლატალი ნაზრიევმა განაცხადა. შეწყვეტის მიზეზად ტაშკენტი ასახელებს 2012 წლისათვის კონტრაქტის არარსებობას. დუშანბე კი ამტკიცებს, რომ რამდენჯერმე მიმართა უზბეკეთს ახალი კონტრაქტის დასადებად, მაგრამ უზბეკური მხარე მუდმივად აჭიანურებდა საქმეს.