პროხოროვმა საარჩევნო კომისიას მხარდამჭერთა სიები წარუდგინა

ბიზნესმენმა მიხაილ პროხოროვმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი მილიონი ამომრჩევლების სია წარუდგინა. სია პრეზიდენტის კანდიდატის პოსტზე მისი რეგისტრაციისთვის არის საჭირო. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ამ სიიდან ამოარჩევს 20 პროცენტს და მათ ნამდვილობას შეისწავლის. თუკი მხარდამჭერთა სიის 5 პროცენტი ყალბი აღმოჩნდება, მაშინ პროხოროვს რეგისტაციაში არ გაატარებენ. დღესვე რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩევლების სია პარტია „იაბლოკოს“ ლიდერმა გრიგორი იავლინსკიმაც წარუდგინა.