გერმანიაში ამერიკელი სამხედროების კოსოვოელ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს კოსოვოელ ალბანელს, არიდა უკუს, რომელმაც მაინის ფრანკფურტის აეროპორტში აშშ-ის ორი სამხედრო დახოცა. თავდასხმა მოხდა შარშან მარტში. ორი სამხედრო დაიღუპა, ორი - დაშავდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, განაცხადა რა, რომ მისკენ მას უბიძგეს კადრებმა, სადაც მაჰმადიან ქალებს აუპატიურებდნენ, სავარაუდოდ, ამერიკელი სამხედროები.