ავღანეთში ოთხი დემონსტრანტი იქნა მოკლული გაეროს კომპლექსთან გამართულ აქციაზე

ავღანეთში მეხუთე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქციები და ძალადობა ნატოს სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვის გამო. დღეს, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი იქნა მოკლული, როცა ათასობით დემონსტრანტი შემოერტყა გაეროს კომპლექსს ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ქალაქ კუნდუზში, ყურანის დაწვის დასაგმობად. მედპერსონალის ინფორმაციით, ადგილობრივი საავადმყოფოები იუწყებიან ძალადობის შედეგად ოთხი დაღუპულისა და 50-მდე დაშავებული შესახებ. პოლიციის პრესმდივნის თქმით, პოლიციელებმა არ დაუშვეს დემონსტრანტების შეჭრა გაეროს კომპლექსზე და გამოიძახეს დამატებითი შენაერთები მათთვის დახმარების გასაწევად. პრესმდივნის თქმით, დემონსტრანტებმა ავტომანქანები და მაღაზიები დაწვეს კუნდუზში. საპროტესტო აქციები ჩატარდა ავღანეთის კიდევ რამდენიმე პროვინციაში. ცნობამ, რომ ორაშათს ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ყურანები დაწვეს, ბევრი ავღანელის აღშფოთება გამოიწვია. 21 თებერვლის შემდეგ, 20-ზე მეტი ადამიანია დაღუპული შეტაკებების შედეგად, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს ახლავს.