აქცია ლელა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

Your browser doesn’t support HTML5

5 სექტემბერს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გენდერის სპეციალისტის, ლელა გაფრინდაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ლელა გაფრინდაშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასწავლიდა. სტუდენტების თქმით, გაფრინდაშვილი ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად აფიქსირებდა, რაც მისი დათხოვნის მიზეზი გახდა.