ვითარება საარჩევნო უბნებზე 12 საათისთვის

Your browser doesn’t support HTML5

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, შუადღისთვის მოსახლეობის აქტივობა საქართველოში 25 პროცენტს შეადგენდა, რაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 3 პროცენტით არის გაზრდილი. რაც შეეხება დარღვევებს, ამ დროისთვის „სამართლიან არჩევნებს“ საუბნო საარჩევნო კომისიების სახელზე დაწერილი აქვთ 34 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების სახელზე - 11. ორგანიზაცია ასევე ითხოვს ახალქალაქის მე-9 უბნის შედეგების ბათილად ცნობას.