ტექნიკურ უნივერისტეტთან გრძელდება სტუდენტების საპროტესტო აქცია

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ადმინისტრაციულ კოპრუსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებს და სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ადამიანებისა, რომლებიც სტუდენტების განცხადებით, მათ გატაცებაში მონაწილეობდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს შეხვდა ტექნიკური უნივერისტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, რომელიც რიგგარეშე არჩევნების საკითხის გადასაწყვეტად გამოსავალს სტუდენტური რეფერენდუმის ჩატარებაში ხედავს. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ფრანგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმე პროკურატურაშია, თუმცა რაიმე ბრალი ჯერ გამოკვეთილი არ არის.