ღაზის სექტორში ვითარება მწვავდება

Your browser doesn’t support HTML5

ორშაბათსა და სამშაბათს ისრაელის არტილერიამ და ავიაციამ იერიში მიიტანეს ღაზის სექტორში მდებარე 100-ზე მეტ ობიექტზე. ისრაელის არმია განაგრძობს ღაზის სექტორის საზღვრის გასწვრივ სახმელეთო ჯარის დამატებითი შენაერთების გაგზავნას. თავის მხრივ, „ჰამასის“ ისლამისტური დაჯგუფების სამხედრო რაზმები რაკეტებს უშენენ სამხრეთ ისრაელის ტერიტორიას. გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 100-ზე მეტი პალესტინელი და სამი ისრაელი (რეიტერის ვიდეო).