მიხეილ სააკაშვილმა 92 პატიმარი შეიწყალა

92 პატიმარი შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა შეწყალების აქტი იმ მსჯავრდებულებისა, რომელთა გათავისუფლების რეკომენდაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. შეწყალების აქტი შეეხო პატიმრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.