სოციალურად დაუცველი პირები გაუქმებულ სკოლაში შეიჭრნენ

Your browser doesn’t support HTML5

23 იანვარს, სოცილაურად დაუცველი 40-მდე ოჯახი გაუქმებული სკოლის შენობაში შეიჭრა. ყოფილი 68-ე სკოლა, რომელიც ათონელის ქუჩაზე მდებარეობს, ამჯერად სოციალურად დაუცველი პირების მიერ არის დაკავებული. შენობაში შეჭრილები თბილისის მერიისგან ფართის დაკანონებას ითხოვენ. თავის მხრივ, მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ შენობა მერიის ბალანსზე არ არის.