გაერო მალიში მშვიდობის დამცველებს გზავნის

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი 12 600 კაციანი სამშვიდობო ქვედანაყოფის ფორმირებას მალიში გასაგზავნად, სადაც ფრანგი და აფრიკელი ჯარისკაცები ისლამისტ პარტიზანებს ებრძვიან. გაერომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სამშვიდობო ქვედანაყოფი მალიში 1 ივლისს შეუდგება მისიის შესრულებას. ეს იქნება გაეროს მესამე მრავალრიცხოვანი სამშვიდობო მისია, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სუდანში, დარფურში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცის შემდეგ. საფრანგეთმა იანვარში დაიწყო სამხედრო ოპერაცია მალიში, ამ ქვეყნის მთავრობის ოფიციალური თხოვნით. დასავლეთ აფრიკაში მდებარე მალი წარსულში საფრანგეთის კოლონია იყო.