ირანის პრეზიდენტი შესაძლებლად თვლის დასავლეთთან შეთანხმების მიღწევას

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან შეთანხმებისთვის, თუმცა ამის მისაღწევად დრო შეზღუდულია. როჰანიმ განაცხადა, რომ ირანი „მზად არის ყველასთვის სარგებლის მომტანი თამაშისთვის“, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ თეირანი არ იტყვის უარს „ხალხის უფლებაზე“ ჰქონდეს ბირთვული პროგრამა. როჰანიმ პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდა დასავლეთს, მათ შორის - ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებისკენ. როჰანი თვლის, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა „პატივისცემის გარეშე შეუძლებელი იქნება“. მიმდინარე თვეში ირანის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.