კირბალელები დახმარებას ითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

სოფელ კირბალში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იქ ჩასულ მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ. სარწყავი და სასმელი წყალი, მოუწესრიგებელი გზები, დაკარგული მიწის ნაკვეთები, ზამთრისთვის შეშით მომარაგება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მაცხოვრებლებს აწუხებთ. კირბალელების თქმით, თუ სოფელს ბუნებრივ აირს არ გაუყვანენ, მაშინ ტყეში რუსეთის მესაზღვრეების მიერ მათი დაკავება გაგრძელდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა მოსახლეობას აღუთქვეს, რომ კონფლიქტის ზონის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.